ჩვენს შესახებ

 

 

შ.პ.ს. "ჯორჯიან კარგო გრუპი” საქართველოს დედაქალაქ თბილისში განლაგებული კომპანია, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ლოგისტიკურ მომსახურებას. იგი თავის კლიენტებსა და აგენტებს საერთაშორისო საექსპედიტორო და ლოგისტიკური მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კომპანია დაარსდა 2008 წელს.

ჩვენი კომპანიის ექსპედიტორის, საბაჟო გადამზიდავის და საბაჟო ბროკერის სტატუსი საშუალებას აძლევს მას ორგანიზება გაუკეთოს მსოფლიოს ნებისმიერი პუნქტიდან ან მსოფლიოს ნებისმიერ პუნქტში ტრანსპორტირებას და აწარმოოს ამასთან დაკავშირებული ყველა ლოგისტიკური მომსახურება.

"ჯორჯიან კარგო გრუპს” გააჩნია შიდა საინფორმაციო სამსახური და დოკუმენტაციისა და ტვირთის ინფორმაციული გაცვლის სისტემა. მონაცემთა ურთიერთგაცვლის ელექტრონული სისტემა ხელს უწყობს ადგილობრივ და უცხოელ კლიენტებთან კავშირების ამყარებას. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით "ჯორჯიან კარგო გრუპს” შეუძლია მეტი ყურადღება დაუთმოს თითოეულ კონკრეტულ კლიენტს და, შესაბამისად, გადაზიდვის საუკეთესო ვარიანტები და მომსახურება შესთავაზოს მა.

ეხება საქმე საპროექტო თუ საკონტეინერო ტვირთებს, საჰაერო თუ კონსოლიდირებულ (ნაკრებ) გადაზიდვებს, იმპორტს თუ ექსპორტს, ტვირთების დასაწყობებას თუ დისტრიბუციას, კლიენტის კარამდე მიტანას თუ გემებისა და თვითმფრინავების მთლიანად დაფრახტვას, ჩვენ ყოველთვის პირველები ვიქნებით და სწრაფად და უსაფრთხოდ დავაკმაყოფილებთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თქვენი კონკრეტული სპეციფიკაციების მიხედვით ტრანსპორტირების მოთხოვნებს.

ჩვენი კომპანიის მიერ დანერგილი ინოვაციური ლოგისტიკური მეთოდები დაგეხმარებათ ძვირფასი, მალეფუჭებადი ან სწრაფად ცვალებადი ფასის მქონე საქონლის გადაზიდვაში.
ჩვენ თქვენი გლობალური ლოგისტიკური პარტნიორები ვართ და ყველა შესაძლო დახმარებას გაგიწევთ, რათა დღევანდელ სწრაფად ზრდად ბაზარზე შეძლოთ თქვენი მიზნების წარმატებით განხორციელება.

ნებისმიერი გადაზიდვა ხორციელდება მაქსიმალური ყურადღებითა და მონიტორინგით, რადგან თქვენი ტვირთის გადასაზიდად ჩვენ მხოლოდ საერთაშორისო აღიარების მქონე IATA-ს გადამზიდავებს და საზღვაო ხაზებს ვიყენებთ.