ავტომობილების სახმელეთო გადაზიდვები
ავტომობილების ტრანსპორტირება საკუთარი ავტომზიდით
-
ჯორჯიან კარგო გრუპი გთავაზობთ ავტომობილის ტრანსპორტირებას ბათუმის და ფოთის პორტებიდან ნებისმიერი მიმართულებით კომპანიის საკუთარი ავტომზიდებით. თქვენ არ მოგიწევთ ჩააკითხოთ მანქანას ბათუმში წამოსაყვანად. ეს კომფორტული სერვისი გამოირჩევა მომსახურების სიიაფით, სიმარტივითა და დისტანციური შეკვეთით/მართვით.
პორტში ჩასვლის გარეშე ავტომანქანის წამოსაყვანად საჭიროა მხოლოდ მომხმარებლის მინდობილობა.
-
ავტომზიდები გამოდიან პორტიდან კონტეინერის გახსნის მეორე დღეს და თქვენ არ გიწევთ ავტომზიდის შევსებაზე ზრუნვა
-
თქვენ იღებთ ავტომობილს თქვენთვის კომფორტულ გარემოში(დანიშნულების ადგილას)
-
ავტო დილერებისთვის შესაძლებელია რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ავტომობილების მიღება.
-
თქვენი ავტომობილის გადაადგილება ბათუმის პორტიდან დაზღვეულია ნებისმიერი მიმართულებით ჩვენი პარტნიორი სადაზღვევო კომპანიის მიერ.
იმისათვის რომ ისარგებლოთ აღნიშნული სერვისით საჭიროა:
1 . წარადგინოთ ნოტარიული მინდობილობა.
2 . დატოვოთ შეტყობინება ჩვენს ცხელ ხაზზე ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
პროცესი:
შეტყობინების დატოვების შემდეგ თქვენს ელექტრონულ ფოსტზე მიიღებთ ინვოისს, რომელშიც შეყვანილი იქნება ტრანსპორტირების ღირებულებასთან ერთად 51 ლარი, რაც პორტში ავტომობილის მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის გადასახადს შეადგენს.
იხდით ინვოისში მითითებულ თანხას ნებისმიერ ბანკში.
თქვენი ავტომობილი ჩამოდის დანიშნულების ადგილზე, ჩვენი თანამშრომელი გიკავშირდებათ მითითებულ ნომერზე და გატყობინებთ ავტომანქანის ჩამოსვლის შესახებ.
ბედნიერი მგზავრობა:)