ავტომობილების საზღვაო ტრანსპორტირება

"Georgian Cargo Group”-ი უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს ექსპედიტორული მიმართულებით და იკავებს ერთ-ერთი აშკარად გამოკვეთილი ლიდერის პოზიციას ამ სფეროში. გვინდა გამოვყოთ ის ფაქტი, რომ „Georgian Cargo Group"-ის წამყვანი როლი არის ავტოიმპორტი, რადგან ამჟამად ეს პროდუქტი საქართველოში ძალიან მოთხოვნადია.


ჩვენ გთავაზობთ ახალი და მეორადი ავტომობილების იმპორტს კავკასიის რეგიონში, გვაქვს კარგი ურთიერთობა წამყვან საზღვაო ხაზებთან და შეგვიძლია შემოგთავაზოთ საუკეთესო გადაწყვეტილება თქვენი ავტომობილების და მძიმე ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის იაპონიის, ევროპის და აშშ-ს ნებისმიერი წერტილიდან.


ამჟამად „Georgian Cargo Group"-მა უკვე მიიღო 20000-მდე კონტეინერი მანქანებით. ჩვენ ვიკავებთ წამყვან პოზიციას მეორადი ავტომობილების იმპორტში იაპონიიდან და ინგლისიდან, რაც შეადგენს 60% - 70% ორივე ქვეყნიდან. ასევე დიდი ოდენობა ფიქსირდება ევროპიდან და აშშ-დან. ჩვენ ვთავაზობთ კლიენტებს მომსახურების სრულ პაკეტს, დაწყებული გამოგზავნით და ურთიერთობის დამყარებით ნებისმიერ ქვეყანასთან, ავტომანქანის მიღებამდე ბათუმში და ფოთში, ასევე თბილისში, ჩვენი ავტომზიდების მეშვეობით. აგრეთვე ჩვენ ვეხმარებით როგორც დილერებს, ასევე საცალო ავტოიმპორტიორებს ავტომობილის შესაძენად საიმედო წყაროსთან კავშირის დამყარებაში. ეს პროდუქტი განსაკუთრებით მოთხოვნადია, რადგან ჩვენ წარმოვადგენთ მხოლოდ მედიატორის როლს კლიენტსა და მიმწოდებელს შორის და კლიენტის უსაფრთხოება გარანტირებულია. დილერს ამ შემთხვევაში ეძლევა შანსი ჩვენი დახმარებით, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე იპოვოს მიმწოდებელი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.


ქვემოთ წარმოდგენილია მომსახურების პაკეტი ჩვენი კლიენტებისთვის.


კონტეინერების მიღება ბათუმში და ფოთში:

  • კონტეინერის გამოსვლის მომენტში კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდება.
  • ტვირთის მიმღების შეცვლა უფასოდ, ტრანსპორტირების ნებისმიერ დროს, ტერმინალზე გადმოცლის დროის ჩათვლით.
  • ავტომობილების ტრანსპორტირება ბათუმიდან თბილისში ჩვენი ავტომზიდების მეშვეობით.
  • ყველა ავტომობილი სურათდება კონტეინერიდან გადმოცლის დროს.
  • ინვოისირება როგორც დილრების, ასევე ინდივიდუალური პირების.
  • კლიენტის მოთხოვნის მიხედვით კონტეინერის რიგში ჩასმა (ჩვენი კონტეინერები ბათუმში, როგორც წესი, იხსნება პირველ რიგში, თუ არ არის რაიმე სპეციალური მითითება კლიენტისგან).
  • ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან კლიენტებს კონტეინერში არსებული ნებისმიერი ტვირთის განბაჟებაში.