ხშირად დასმული კითხვები

როგორ გავიგო კონტეინერის მდებარეობა?


მარჯვენა კუთხეში არის პუნქტი "კონტეინერების ძებნა”, ჩაწერეთ თქვენი კონტეინერის ნომერი (მაგ.MSCU1234567), დააჭირეთ "Search” ღილაკს.


როდის გაიხსნება კონტეინერი?


ჩვენი ოპერატორი აუცილებლად დაგიკავშირდებათ და გაცნობებთ კონტეინერის გახსნის შესახებ.

როგორ ხდება ავტომობილის ტრანსპორტირება თბილისამდე?


დეტალური ინსტრუქციისთვის, გთხოვთ იხილოთ სერვისებში, "ავტომობილების სახმელეთო გადაზიდვები".

სად უნდა მივიღო საბუთები?


ავტომობილის ტრანსპორტირების თანხის გადახდის შემდგომ, შესაძლებელია საბუთების სრული ნუსხა გაიტანოთ თბილისის ან ფოთის ოფისიდან სამუშაო საათებში.

ტერმინალის პარკინგზე უფასო დგომის პერიოდი.


კონტეინერის გახსნიდან 4 კალენდარული დღის ჩათვლით

რა დღეებშია შესაძლებელი ავტომობილისი გაყვანა ტერმინალიდან?


კონტეინერის გახნის შემდგომ, ავტომობილის გაყვანა შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში ნებისმიერ დღეს.

რა ვალუტაში ხდება ტრანსპორტირების გადახდა?


საქართველოს ტერიტორიაზე ანგარიშსწორების შემთხვევაში, ტრანსპორტირების საფასურის გადახდა ხორციელდება, გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.